ჰორიზონტალური ჟალუზი - ინტერიერის მზისაგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. იგი ხელს უწყობს შენობაში მზის სხივების თანაბარ განაწილებას, დახურულ მდგომარეობაში კი მაქსიმალურად აფერხებს სინათლის შუქის შემოსვლას. ჟალუზის ელეგანტური ფერთა გამა ოფისებსა და ბინებში საოცარი სიმყუდროვის შექმნის საშუალებას იძლევა. ”Tazhi”-ს ჰორიზონტალური ჟალუზი ძალზე პრაქტიკულია ხმარებისა და მოვლის თვალსაზრისით. მისი გამოყენება შესაძლებელია ქსოვილის ფარდებთან კომბინაციაშიც, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს თანამედროვეობისა და კლასიკის სინთეზს.