ვერტიკალური ჟალუზი - მზისგან დამცავი პოპულარული სისტემაა. მათი გამოყენება რეკომენდებულია როგორც საოფისე, ასევე საოჯახო ინტერიერისათვის. ფერთა ფართო არჩევანი “Tazhi Group”- ში საშუალებას გაძლევთ, ვერტიკალური ჟალუზი მოხდენილად მოარგოთ ინტერიერის როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ სტილს. ვერტიკალური ლამელი (ნაჭერი) შენობის ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ჟალუზის მართვის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, თანაბრად და ზომიერად გაანაწილოთ სინათლის ნაკადის შემოსვლა, რაც “გაბნეული შუქის” ეფექტს ქმნის. ვერტიკალური ჟალუზის ფარდის ნაჭერი სპეციალურად დამუშავებულია, რათა იყოს მყარი, ამასთან, არ იკავებს მტვერს, გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით.