ხის ჟალუზი ხის სპეციალური ჯიშებისაგან და დაპრესილი ბამბუკისგან მზადდება. ლამელი დამცავი ლაქის ფენით არის დაფარული, რაც მის ხანგამძლეობას უზრუნველყოფს და პირდაპირი მზის სხივებისადმი მდგრადობას ზრდის. ჟალუზის აღნიშნულ სახეობას ინტერიერების დეკორში ფართოდ იყენებენ, ის ავეჯს შესანიშნავად ერწყმის, ბუნებრივი მასალის სითბოს, მუხის, წიფელის, ალუბლის ხის ფაქტურის სილამაზეს, ვენგეს, ზებრანოს, ბამბუკის და შავი ხის ეგზოტიკას ხაზს უსვამს. გთავაზობთ ხის ჟალუზებს ლამელის საფართით 25 და 50 მმ. თუკი თქვენ ნატურალური მასალების მომხრე ბრძანდებით – მაშინ ეს გადაწყვეტა თქვენთვის არის განკუთვნილი.